|
2016-08-16 13:31:01, 1315 ნახვა
სხვადასხვა
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატს სააგენტოსთვის მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში მიიღებენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებმა, პენსიისა და სოციალურ დახმარებაზე დანამატის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ. „სააგენტოს აქვს ძალიან დაზუსტებული ბაზები, სადაც ამ სტატუსის მქონე ადამიანების ზუსტი მონაცემები ვიცით. ვისზეც დადასტურებულად ვიცით მონაცემთა ბაზაში, რომ არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებელი, დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენს მიერ გატანილი საკითხი გულისხმობს, რომ მათ არ ვაიძულოთ, ან არ ვთხვოთ, რომ მოგვმართონ, არამედ ჩვენ შეგვიძლია, რომ ავტომატურ რეჟიმში სექტემბრიდან გავუაქტიუროთ ეს დანამატი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატს სააგენტოსთვის მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)