|
2016-08-12 19:04:00, 1746 ნახვა
სხვადასხვა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიება „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, განხორციელდა სხვადასხვა ჯგუფური და ინდივიდუალური, შემეცნებით-გასართობი აქტივობები, მოეწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება. ასევე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესა და მისი მნიშვნელობაზე, მონაწილეებს ესაუბრა ლაშა შაყულაშვილი, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში (2014-2015 წლებში). ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)