|
2016-08-10 17:53:19, 932 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს
ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატების - ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიმართვას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინაიდან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს. "ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც ხდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)