|
2016-08-10 17:31:01, 1007 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ფოფხაძე და ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების გზაზე ივანიშვილის მებაირაღეები არიან
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების გზაზე ბიძინა ივანიშვილის მებაირაღეები არიან. როგორც დარჩიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი ფარია, რომ ადამიანები სახელმწიფოს ძალმომრეობისგან დაიცვას. „გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია - ეს პიროვნებები და ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, რომელსაც გავლენის ყველა ბერკეტის საკუთარ ხელში მოქცევა სურს. სასამართლოს დიდი ხანია ებრძვიან. ამ ბრძოლას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ა.შ. არქმევენ. თუმცა, რეალურად, როდესაც კონკრეტულ მუხლებს განვიხილავთ თუ როგორ მიიღეს ეს კანონები - გაზაფხულზე საღამოს 11 საათზე კომიტეტის სხდომას რომ გამართვენ, მეორე დღეს კანონს რომ მიიღებენ და ვენეციის კომისიას არაფერს აცნობებენ - ეს ყველაფერი აჩვენებს თუ ვის სურს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური დაქვემდებარება. ამ საქმის მებაირაღეები კი ეს ქალბატონი და ეს ვაჟბატონი არიან. საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ფარია, რომ ადამიანები სახელმწიფოს ძალმომრეობისგან დაიცვას“, - აცხადებს დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)