|
2016-08-09 13:59:20, 1157 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: არ მგონია, ახალდაქორწინებულებმა საჩუქრის გამო პოლიტიკური შეხედულება შეიცვალონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულთათვის ბეჭდების ჩუქება მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. როგორც „ექსპრესნიუსს“ ვოლსკიმ განუცხადა, ის ამ ფაქტს სამართლებრივად ვერ შეაფასებს, რადგან ეს იურისტების გადასაწყვეტია, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკურად დახვეწილია და საჩუქრების გამო საკუთარ შეხედულებებს არ შეიცვლის. „არა მგონია, რომ ახალადაქორწინებულებს გადაწყვეტილი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა ვინმეს უჭერდეს მხარს და იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს საქორწინო საჩუქარი და ამის გამო თავისი პოლიტიკური მოსაზრება შეიცვალონ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ. ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ზოგზოგიერთებს წარმოუდგენია. ახალდაქორწინებულებსაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და საქორწინო საჩუქრის გამო, არ მგონია, ეს შეხედულება შეიცვალონ. თუმცა, ამ ფაქტის სამართლებრივ ნაწილს ვერ შევაფასებ“, - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)