|
2016-08-09 13:07:54, 972 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აჭარლებს მიმართავს (ვიდეო)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აჭარლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში, სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ აჭარაში გატარებულ რეფორმებს იხსენებს და აცხადებს, რომ ბათუმში რაც გაკეთდა ეს იმის 20 პროცენტიც არ არის, რაც მთელ აჭარის რეგიონში უნდა გაკეთდეს. "ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო უფროსო თაობავ, ჩემო აჭარლებო. გულის ფანცქალით ვადევნებ თვალს ყველაფერს რაც ხდება და ასევე გულის ფანცქალით ველოდები ფეხის დადგმას საქართველოსა და რა თქმა უნდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარის მიწაზე. ლევანის ჩამოსვლა არა მხოლოდ დიდი მოვლენა იყო ლევანისთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის, არამედ მათ ჩემი გულის ნაწილი გამოვატანე მას. 2004 წელს რომ არა თქვენი გმირობა და თავდადება, ჩვენ ვერ დავიბრუნებდით აჭარას. ბათუმში ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს იმის 20%-იც კი არ არის, რაც მთელ აჭარაში უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ჩვენ კიდევ წინ გვაქვს ბევრი რაღაცა ძალიან მაგრად გაკეთდა. უბრალოდ ბევრად მეტი უნდა გვემუშავა ხალხთან, ბევრად მეტი მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული მცხოვრების, თითოეული ქობულეთელის, ბათუმელის, ხელვაჩაურელის, შუახეველის, ქედელის, ხულოელის, თითოეული თვენგანის მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო ყოველივე ეს და გაკეთდება კიდეც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გადავწყვეტთ ბანკების ვალების პრობლემასაც, იმის პრობლემასაც, რომ თუ ვიღაცის ნათესავი არ ხარ წინსვლა არ გაქვს და სხვა მხრივ პრობლემებს გიქმნიან, იმის პრობლემასაც, რომ დანაშაული გაიზარდა. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელსა და ხეირს. ამისთვის არის იქ ლევანი, ამისთვის ვიქნები მანდ მე თქვენთან ერთად. თქვენ არ დაგჭირდებათ თურქეთში გადასვლა პატარ-პატარა შემოსავლის მისაღებად, იმდენი შემოსავალი გვექნება ბათუმში, იმდენი ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება ბათუმში, ქობულეთში, აჭარის მთაში, რომ არსად წასვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. ჩვენ მარტო სეზონზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, იმიტომ ვაშენებდით ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იმიტომ ვაშენებდით საავადმყოფოებს, იმიტომ ვაშენებდით ფინანსურ ცენტრებს, რომ მთელი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გექნებათ სამსახური და მაღალი შემოსავალი. არ იყოთ დამოკიდებული სეზონურ რყევებზე, არ იყოთ დამოკიდებული თუ რა იქნება მხოლოდ ციტრუსის ფასი, თუმცა ეს მაღალი უნდა იყოს. ყოველდღე უნდა იყოს არჩევანი, სად არის უფრო მაღალანაზღაურებადი, იმიტომ, რომ უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი მაღალანაზღაურებადი სამსახურები აჭარას აქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ლევანმა და მე ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის უკრაინაში და ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კიდევ უკეთესად. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)