|
2016-08-08 19:34:54, 1389 ნახვა
ეკონომიკა
სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა ვინაობა ცნობილია
პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს'' მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტების ვინაობა დღეს, 8 აგვისტოს 18:00 საათზე გახდა ცნობილი. პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 17 ივნისიდან 17 ივლისამდე 150-მდე განაცხადი შემოვიდა, მათ შორის კი 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმია, ისეთი პროექტების შერჩევა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება გლობალური მასშტაბით და ექნება ზრდის შესაძლებლობა. 3 კვირის განმავლობაში შემოსული განაცხადების შეფასებას საერთაშორისო ექსპერტები “სილიკონის ველიდან” აფასებდნენ. ვენჩურულ ინვესტორებთან ფინალისტების პრეზენტაციები ტექნოპარკში 24-26 აგვისტოს ჩატარდება. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი საკუთარი იდეები კონკრეტულ ბიზნესად აქციონ. პროექტის მიზანია ინოვაციური სტარტაპ იდეების საშუალებით საქართველო მოინიშნოს მსოფლიოს გლობალურ რუკაზე, როგორც ინოვაციური ბიზნესის წარმოების ერთერთი მთავარი ეპიცენტრი. პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამა სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა სია, ბიზნეს იდეების სრული სია და უარყოფის მიზეზების განმარტება შეგიძლიათ იხილოთ აქ : http://gita.gov.ge/ge/startap-saqartvelo (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)