|
2016-08-08 13:53:53, 737 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: საკმარისი დრო გავიდა, რათა ომის შედეგები შევაფასოთ - დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო. "ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამ ომს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დღეს პატივს მივაგებთ ყველა ჯარისკაცის, ოფიცერის, სამართალდამცავის, ყველა დაღუპულის ხსოვნას. მინდა, ყველა ოჯახს მივუსამძიმრო, ვინც აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა დღესაც, რადგან ეს ტკივილი არ განელდება. ამ ომის შედეგად და 25 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახი გვყავს ასეთი, როგორც ქართველებს, ისე ოსებს და აფხაზებს შორის. ეს არის საერთო ტრაგედია და საერთი ტკივილი და ეს ტკივილი რამდენადაც გვაშორიშორებს, იმდენად გვაერთიანებს. საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ ემოციების გარეშე შევაფასოთ ომის შედეგები, რომ დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის, თუ ვინმე ხეირობს ამ ვითარებით, ეს არც ქართველი, არც ოსი და არც აფხაზი ხალხი არ გახლავთ. ამიტომ, სწორედ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ აღარასდროს დავუშვათ ომი,მსხვერპლი და ასევე ჩვენ უნდა ვიშრომოთ უკეთესი მშვიდობიანი მომავლისათვის",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)