|
2016-08-06 19:02:33, 846 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: ბრაიზას ვერ დავეთანხმები, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნატოსთან ინტეგრაციული პროცესები შეჩერდა
მეთიუ ბრაიზას ვერ დავეთანხმები, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციული პროცესები შეჩერდა, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა”. „რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საომარი მოქმედებებით საქართველოს ნატოსკენ სვლა დროებით შეაჩერა. ომიდან ერთი წლის მანძილზე ჩვენ რეაბილიტაციის პერიოდი გვქონდა. დასავლეთმა სერიოზული დახმარება გაგვიწია. ეს იყო ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება. თუმცა მომდევნო წელს ქვეყნის ეკონომიკამ 2–3 ჯერ უკეთ დაიწყო განვითარება ვიდრე ეს არის დღეს“, – განაცხადა წერეთელმა. მისი თქმით საქართველო 2012 წლამდე ნატოსკენ აქტიურ სვლას განაგრძობდა, 2012 წლის შემდეგ კი, რიგი საკითხების უკეთ მოგვარება შეიძლებოდა. „შეიძლება ვთქვათ, რომ იგეგმებოდა სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ მაპი ვერ მოგვენიჭა. გერმანიამ და საფრანგეთმა კი სკეპტიკური დამოკიდებულება გაიჩინეს ჩვენს მიმართ. თუმცა ამ პერიოდში დაიწყო ასოცირების ხელშეკრულებაზე აქტიური მუშაობა და ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები. ალბათ ბრაიზა გულისხმობდა, რომ მეტი გვინდოდა და ნაკლები გამოვიდა.2012 წლამდე ნატოსკენ აქტიურ სვლას განაგრძობდა. 2012 წლის მერე კი შეიძლებოდა რიგი საკითხების უკეტ მოგვარება. ახლა , დარწმუნებული ვარ ახლადარჩეული მთავრობა სწორ პოლიტიკას აირჩევს“, - განაცხადა წერეთელმა. მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს განსაკუთრებული სანქცია არ შეხებია. „შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მაგალითზე უფრო ძლიერი რეაქცია იყო, თუმცა ბოლომდე ეფექტური არც ეს არ არის. ბუნებრივია , რომ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკას არ შეცვლის თუ მას წინ არ აღუდგება საერთაშორისო თანამეგობრობა. ცალკეული ქვეყნებისათვის ეს ძალიან რთული ამოცანაა . მეთიუ ბრაიზა კავკასიისა და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის საკითხებში კარგად არის ჩახედული და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოების საკითხში საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობდა, სანამ მას ამის ბერკეტი ჰქონდა“, - განუცხადა გიგი წერეთელმა "ექსპრესნიუსს".
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)