|
2016-08-06 16:47:52, 1316 ნახვა
Lifestyle
თინა ხიდაშელი: რაც გუშინ ლევან იზორიასგან „ოდეერებზე“ მოვისმინეთ, ტყუილია
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს სადაც აცხადებს, რომ ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შეეცდება, უახლოეს 2 თვეში არაფერი თქვას. „ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინიტრი თინა ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ხიდაშელი ე.წ. ოდეერების საკითხზე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გუშინდელ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს.
აი, დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო. პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე პალიტრის ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა. რაც შეეხება „ოდეერების“ თემას, ტყუილია ყველა სიტყვა, რომელიც ამ საკითხზე გუშინ მოვისმინეთ ლევან იზორიასგან “პოლიტიკაში”. 1. ამ 4 წლის მანძილზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყოფილა, ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა ან მე, ან ჩემს მეგობრებს. 2. მონსტრი შსს-დან სუს-ის გამოყოფა - რესპუბლიკელების დაჟინებული მოთხოვნით მოხდა, 3. მოსმენების კანონი - რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა), 4. ოდეერების კანონი — რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა), 5. ფარული ვიდეოების გავრცელება და სრული უსუსურობა და უუნარობა რომელიც თქვენ გამოიჩინეთ (სწორედ სუსს ეხებოდა). ყველა ეს საკითხი ცხარე დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ რესპუბლიკელები ვიყავით ეპიცენტრში. 6. ვიდეო არქივები არსებობს, ხმის მიცემის ისტორია პარლამენტში, და ეხლა თუ მაინცდამიანც იმას არ ვამბობდი რომ ჩემს ტელეფონს უსმენთთქო მხოლოდ იმის ბრალია რომ ვახო გომელაურს პირადად ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ნამდვილად მჯერა. 7. გუშინ ეთერში ბატონი მინისტრი ამბობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უნნივერსიტეტის სტუდენტები ოდეერების მხრიდან ჩარევაზე რომ საუბრობდნენ არა დამაჯარებელია, ვინაიდნა შეეძლოთ ჩაეწეერათ ეს ამბები და მერე პასუხს მოვთხოვდითო. 8. სწორედ ოდეერების საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუსი ყველა უწყების გენინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შეყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პრტოკოლის დეპარტამენტების ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ვერ გავიდა იმ სხდომაზე ეს პროექტი მაშინ. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე. 9. და ბოლოს, ეხლა უკვე გასაგებია რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის ჰომოგენურობაში (ანუ წინა შემადგენლობის არაჰომოგენურობაში) - სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის საჯარო აქტურობაა თურმე სახელმწიფოსა და ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგო, თორემ იმავე პოსტზე თანაპარტიელის იგივე ქმედება საქვეყნო საქმეა!.. 10. პარტიის და სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების და მმართველი გუნდის სახელისუფლებო უსაფრთხოების ერთმანეთთან მორიგ ჯერზე გაიგივება კარგს კვლავ არაფერს მოიტანს, თორემ არჩევანი თქვენია... მე კი რაც არ უნდა პოლიტიკურ პაექრობაში ვიყო ჩართული ვინმესთან, ყოველთვის მზად ვიქნები თავდაცვის სფეროში გასატარებელი იმ რეფორმების გაგრძელბა-დაწყებაში დავუდგე გვერდში ყველას, რომლებიც წასვლის წინ პრემიერისთვის, ჩემს მიერ გადაცემულ 50-გვერდიან „ანდერძშია“ მითითებული“, - აცხადებს ხიდაშელი.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)