02:56 - 05 Nov, 2026
|
2015-03-07 15:04:44, 672 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა
საქართველოს 8-11 მარტს, ოფიციალური ვიზიტით, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ზანიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულრეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. ვიზიტის ფარგლებში ლამბერტო ზანიერი საოკუპაციო ხაზს ეწვევა, ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)