|
2015-03-07 14:27:53, 707 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: ნინო გენეტაძის კანდიდატურის მიმართ პოლიტსაბჭოს პოზიტიური განწყობა აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძის მიმართ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პოზიტიური განწყობა აქვს. ამის შესახებ საგანელიძემ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს გენეტაძის კანდიდატურას, საგანელიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის სახელით ვერ ისაუბრებს. „თავისთავად ცხადია ვისაუბრეთ უზენაესი სასაამრთლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მიმართ დადებითი განწყობაა მთლიანად პოლიტსაბჭოში. უმრავლესობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ფრაქციების პოზიცია არის დადებითი. თუმცა, არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც ჯერჯერობთ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და დაზუსტება სჭირდებათ. მთლიანად უმრავლესობის და ყველა დეპუტატის სახელით ნუ ვისაუბრებთ, ეს არ იქნება მართებული. კოალიციის განწყობა და ფრაქციების ხელმძღვანელების განწყჰობა არის დადებითი“ , - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)