|
2015-03-07 14:00:52, 627 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძის ვარაუდით, პრეზიდენტი პარლამენტში 18 ან 20 მარტს წარსდგება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 18 ან 20 მარტს წარსდგება. ამის შესახებ საგანელიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჯერჯერობით თარიღი ზუსტად არ არის დაზუსტებული იმიტომ, რომ ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი - ეს სამი დღე იქნება სამუშაო რეჟიმი. პრეზიდენტი როგორც ბრძანებს იმ თარიღში გამოვა, ვფიქრობ, 18-20 რიცხვში. ორ ფორმატზეა საუბარი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება მნიშნელოვნად ერთმანეთისგან. ეს იქნება დებატები და ფრაქციების გამოსვლა. მხოლოდ იმაშია სხვაობა, რომ დებატებში უმრავლესობის ლიდერს აქვს რეგლამენტში გამოსვლის საშუალება, ისევე როგორც უმცირესობის ლიდერს. ხოლო თუ ფრაქციების რეჟიმში იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოვდივართ“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)