|
2016-08-05 09:20:31, 809 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს
საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად რიო-დე- ჟანეიროში ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველსპორტსმენებს შეხვდნენ და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვეს. მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ქართველი გულშემატკივრების იმედები გაამართლონ. "თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცი სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი.დარწმუნებული ვარ, რომ არა ერთხელ აიწევა აქ რიოში საქართველოს დროშა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ქართველებს ვინც მუშაობენ რიოში, ესენი არიან სპორტსმენები,ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ ჟურნალისტები. მადლობა მინდა ვუთხრასაქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავს ჩვენს ოლიმპიელებს დამათთან ერთად იმღერებს საქართველოს ჰიმნს."- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი, ოლიმპიურ სოფელში, ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)