|
2015-03-07 12:34:22, 672 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-უკრაინა-მოლდოვას სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
ქართული მხარის ინიციატივით, თბილისში, 10-11 მარტს, ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას. სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვევიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უმასპინძლებს. დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)