|
2015-03-07 11:25:32, 733 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დაგეგმილია მიმდინარე პოლიტიკური საკითხების განხილვა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხი. მისივე თქმით, სხდომაზე ეროვნული ვალუტის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრებენ. „შევაჯამებთ რაც იყო ამ ხნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი თამარ კორძაიას და სხვა დეპუტატების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებული პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მომავალზეც ვიმსჯელებთ. 18-20 მარტის სხდომები იქნება მნიშვნელოვანი, ბევრი საკადრო საკითხი არის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანსიები ჩნდება პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარეების, ამ თემებზე ჩვენ ერთმანეთს აზრებს გავუცვლით“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)