|
2016-08-04 10:48:20, 1055 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეჯოში უცხოური ინვესტიციით შექმნილი ორი მეურნეობა დაათვალიერა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს მდებარე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორ მეურნეობას ეწვია, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მას თან ახლდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არიკ ჯგუფი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 2,000 ჰა მიწის ფართობზე საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს. კომპანიას 400-400 ჰა-ზე უკვე გაშენებული აქვს ვენახი და ხილის ბაღები. გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება 1000 ჰა ფსტას პლანტაციის გაშენებაც. მეორე მიმართულებაა აგრომრეწველობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა წელიწადში 4 მლნ ბოთლი იქნება. გარდა ამისა, აშენდება მშრალი ხილისა და ფსტის გადამამუშავებელი საწარმოები. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა ეკოტურიზმი. ფერმის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვ. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა საინვესტიციო პროექტის ტერიტორია და უცხოელი ინვესტორებისგან მოისმინა დეტალური ინვესტიცია მიმდინარე და სამომავლო პროექტების თაობაზე. აგრომიმართულების განვითარებაში ინვესტორმა განახორციელა 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც შეეხება წარმოებაში ინვესტირებულ თანხას, მისი ოდენობა 20 მლნ აშშ დოლარზე მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ასევე დაათვალიერეს შპს „TR Georgia Project 2”-ს კუთვნილი მეურნეობა, რომელიც ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მეურნეობაში 2013 წლიდან ფსტას პლანტაციის გაშენება ხორციელდება. ფსტას განვითარების და ზრდის პროცესს ზედამხედველობას უწევს სპეციალურად ირანიდან მოწვეული სპეციალისტი. გარდა ამისა, კომპანიას 600 ჰა-ზე გაშენებული აქვს თხილის პლანტაციაც. პირველმა ვიცე-პრემიერმა უშუალოდ უცხოელი ინვესტორისაგან მოისმინა ინფორმაცია სამომავლო გეგმების თაობაზე, კერძოდ, გათვალისწინებულია ფსტასა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნების აშენება, ორივე კულტურის პლანტაციების ფართობების ზრდა, აგრეთვე სხვა აგროკულტურების წარმოება და კომპანიის მეურნეობაში რამდენიმე ათასი ადგილობრივი მოსახლის დასაქმება.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)