|
2016-08-03 22:30:52, 805 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდეს საქართველოში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, სრულად გამოიყენოს რუსთავის და რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა მოსახლეობის ოჯახებში მალე შევიდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენისას განაცხადა. „ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც მალე ვნახავთ. სახელწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნეს-იდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და წარმოება განვითარდეს. ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს რუსთავში. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო - ,,პანექსი“- ეს 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს. რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. დღეს დილით მთავრობის სხდომამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც საწარმო შედის პარტნიორობაში რუსთავის აზოტთან და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია რუსთავის აზოტის საწარმოში. ეს არის რუსთავში ხუთასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს კი თავისთავად არის ხუთას დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას“,-განაცხადა პრემიერმა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)