|
2016-08-03 22:25:08, 1062 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარები წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პაატა მხეიძე, 30-ე ოლქში კი - გიორგი ბეგაძე. წალკასა და დმანისში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს კახა ოქრიაშვილი, ბოლნისში გოგა მეშველიანია, გარდაბანში სავალან მირზოევი, თეთრიწყაროში გოდერძი ჩანქსელიანი, მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი, ხოლო მარნეულის 36-ე ოლქში თამაზ ნავერიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ რუსთავის საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებით; კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში. „როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშვებისთვის“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)