|
2016-08-03 09:40:43, 1042 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა
„მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებლები. 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წილის მაჩვენებელს. „ასევე, რეკორდული აღმოჩნდა კონკრეტულად ივლისის თვე, საქართველოს ეწვია 764 ათას 22 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 26 ათას 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე, სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსვლის კუთხით“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავალმა 354 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 15, 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. „ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში, ჩართული ყველა ადამიანისთვის. ეს არის მეტი დფასაქმნებული ადამიანი საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ გუნდს ვინც ამ მიმართულებით იმუშავა მინდა მადლობა გადავუხადო. კულტურის ეკონომიკის და ტურიზმის ეროვნულ ეროვნულ ადმინისტრაციას მინდა მადლობა გადავუხადო. მომავალი წლის ღონისძიებები უკვე წელს შემოდგომაზე დაიგეგმება ახალი სქემით, რომელიც შევქმენით და ეს ტენდენცია კიდევ უიფრო გაიზრდება. ვინაიდან საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება. აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამაც“,-განაცხადა პრემიერმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)