|
2016-08-02 13:05:34, 1171 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: კვირიკაშვილი ამბობს, მრავალპარტიულობა არ მინდაო - მეტი რა არის ბოლშევიკობა?!
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები მის პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ განაცხადა, ბოლშევიკების გარდა, ერთპარტიული სისტემა არავის მოუფიქრებია და ახლა მსოფლიოში მრავალპარტიულობის ეპოქაა. „როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ახლა ჯგუფების დრო არ არის ახლა ერთად უნდა ვიყოთ, ეს ნიშნავს, რომ მას მრავალპარტიულობა არ ესმის და ეს ბოლშევიკობაა. ეს არის პოლიტიკური უმწიფრობისა და გაუნათლებლობის ნიშნები. რას ქვია არჩევნების დროს ჯგუფებად დაშლის დრო არ არის? თავად პარტია ჯგუფს, ნაწილს ნიშნავს. პრემიერ-მინისტრთან კიდევ მაქვს პრეტენზია - ამდენი პიროვნება, რომ დაასახელა, ვერ ატყობს გენდერული თვალსაზრით რა უბედურება ხდება?! „ოცნებამ“ ერთი ქალი მაჟორიტარი ვერ გაიმეტა, რაც მთავარია, ნაფტალინიდან შევარდნაძის კადრების ამოცოცება არის არასერიოზული მიდგომები და ჭკუას სხვას როგორ ასწავლის. მთელს მსოფლიოში მრავალპარტიულოს ეპოქაა. ბოლშევიკების გარდა, ერთპარტიული სისტემა არავის მოუფიქრებია. სოციალისტურ პოლონეთსა და ჩეხეთსი, ყასიდად, 3-4 პარტია მაინც იყო. კვირიკაშვილი ამბობს, რომ კოალიცია არ მინდაო - მეტი რა არის ბოლშევიკობა?! ბოლშევიკობა არის სწორედ ის, რომ ერთი პარტია მართავს და უმცირესობა არ აინტერესებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)