|
2016-07-31 17:59:10, 739 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს აღარ არის ნაპრალი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ ხალხთან, დღეს აღარ არის ნაპრალი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, ჩვენ ერთად ვდგავართ“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორის მოსახლეობას, რომელსაც შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, მიზანი გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება იყო. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. „სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არ გვაქვს, ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)