02:38 - 05 Nov, 2026
|
2015-03-06 15:12:49, 685 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ბათლომე შელია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გოგა თოდუა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გოგა თოდუამ შელიას ბოთლი ესროლა. დაპირისპირებაში "რესპუბლიკელებიდან" ნიკოლოზ ზარქუაც ჩაერთო, რომელმაც ბათლომე შელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა შეწყდა. ბათლომე შელიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" კომენტარი დაწერა, რომელშიც ის ხელისუფლებას "ბოდიალის ხელისუფლებას" უწოდებს. საკრებულოს დეპუტატებს შორის დაპირისპირება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. დაპირისპირების კადრები ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)