|
2016-07-29 14:03:47, 685 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას
ჩემი მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდინი ამ 9 ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს ყველა უნდა გაუფრთხილდეს. „ყველა გამოძიებასთან ჩვენ შეიძლება გვქონდეს ერთი მოლოდინი, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და საზოგადოებამ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა გავიგოთ სიმართლე. ამისთვის საჭიროა, უფრო მაღალი ნდობა იყოს სამართალდამცავი სისტემისადმი, თავად საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, მართლმსაჯულებისადმი, პარლამენტისადმი, პრეზიდენტისადმი, მთავრობისადმი, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ. თუ ჩვენ, ქართველებს გადაწყვეტილი გვაქვს სახელმწიფოს შექმნა და მისი ხანგრძლივი ვადით ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტებს უნდა გავუფრთხილდეთ, მათ უნდა ჰქონდეთ ნდობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, დღევანდელ საქართველოში ყველაზე უფრო დეფიციტური ერთმანეთისადმი, პოლიტიკური ჯგუფებისადმი ნდობაა. „მე არ უნდა მჭირდებოდეს გადამოწმება იმისა, თუ თქვენს ეთერში ვიხილე ფაქტი, მე უნდა გენდობოდეთ თქვენ, თქვენ უნდა მენდობოდეთ მე. ამის დეფიციტი გვაქვს ჩვენ და ეს უნდა დავძლიოთ რაც შეიძლება მალე, სხვა შემთხვევაში ყველა ჩვენი მცდელობა ქვეყნის წინ წასვლისა იქნება ფუჭი. ჩემი მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, მაქვს მოლოდინი ამ 9 ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას. პროკურორის მხრიდან ის მოლოდინი მაქვს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია, როდესაც ადამიანები ზუსტად მასთან ვართ ვალდებული ვილაპარაკოთ სიმართლე. პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება. ამ სტანდარტის მოლოდინი მაქვს ყველასგან და ხუთეულის შეხვედრის იდეაც აქედან მოდის. მინდა ჩვენ ჩვენს ხალხს ავუმაღლოთ ნდობა საკუთარი სახელმწიფოსადმი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორი პაპუაშვილის განცხადებით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)