|
2016-07-29 12:20:25, 798 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი კვლევებზე: მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფოკუსს ჩაატარებს
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, ის იზიარებს NDI-ის კვლევის იმ პათოსს, რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამში 50%-საც ვერ აგროვებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არჩევნებზე წავლენ, შესაძლოა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. „მე კონკრეტულ ციფრებსა და პროცენტებზე ვერ ვილაპარაკებ. მთავარი რაშიც ამ კვლევის პათოსს ვიზიარებ არის ის, რომ ორი მთავარი პოლუსი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად ლეგიტიმურები არ არიან. დანარჩენი მათი პროცენტების გადანაწილება არ არის საინტერესო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველთა რაოდენობაა - თუ ეს ადამიანები არჩევნებზე წავიდნენ, შესაძლოა, სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ამ ორ ძირითად პარამეტრს ვიზიარებ. მმართველი გუნდის წარმოამდგენლების განცხადებები, რომ ისინი აბსოლუტური უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში - ცოტა არარეალურია. მაშინ ჩამოუყალიბებელი ადამიანები მათ უნდა მიემხრონ და ამის განმსაზღვრელ ფაქტორებს ვერ ვხედავ. მათ გონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფოკუსს ჩაატარებს“, - აცხადებს ხუხაშვილი. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა. კითხვაზე ხვხალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭერდა. მეორე ადგილს რეიტინგში 13%- ით „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ იკავებს.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)