15:34 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 23:35:54, 808 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული, სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელი აღსავსეა უამრავი ცვლილებებით, უამრავი გამოწვევებით, სწორედ  ამ თემაზე იყო საუბარი შეხვედრისას. დიპლომატებმა შეხვედრისას აქტუალური მიმართულებები განიხილეს, რომელიც უნდა გააძლიეროს ჩვენმა დიპლომატიამ.

იყო ძალიან ღია დისკუსია და საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რა მიმართულებებითაც უნდა გადაიდგას უფრო აქტიური ნაბიჯები და გარკვეულწილად შეჯამდა ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics