|
2015-03-06 13:36:19, 698 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა გოგორიშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ისინი ერთმანეთს „თავხედსა“ და „მატყუარას“ უწოდებდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს. ბესელიას აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, ბესელია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება. აღნიშნული განცხადების შემდეგ ისინი ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)