|
2015-03-06 12:23:07, 457 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი საკუთარი ბიუჯეტის შემცირებაზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტი საკუთარი ბიუჯეტის შემცირებაზე მუშაობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. „როდესაც შემოვედით მერვე მოწვევის პარლამენტში, ჩვენ პრემიებზე ვთქვით უარი და შესაბამისად არცერთი თეთრი პრემია არ აგვიღია. აქ არის საწვავის ხარჯები, არის სხვა ხარჯებიც. დანაზოგი ბევრი არ იქნება, მაგრამ რაც იქნება, უნდა იყოს. ყველასთვის უნდა იყოს „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ. როგორც უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, თუ არის რაიმე რესურსი, რომელიც აუცილებელი არაა, უნდა ჩამოიჭრას. „ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს იმ ყველა ლარის ფასი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ. ყველას უნდა ჰქონდეს ამის განცდა, რომ ზედმეტი ხარჯი, ეს არ არის მარტო ფინანსური ზიანი, ეს არის საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი უპატივცემულობა. თუ არის რაიმე რესურსი, რომელიც არ არის აუცილებელი, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩამოჭრილი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქამრები მოქალაქეებს შემოუჭირა, საკუთარი კომფორტისთვის კი ყველა პირობა შეიქმნა. „ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით ეს პირველი განცხადება არ არის მთავრობის მხრიდან. ხელისუფლებამ ქამრები შემოუჭირა სწორედ მოქალაქეებს, გააღარიბა ისინი და მეორეს მხრივ საკუთარი კომფორტისთვის ყველა პირობა შეიქმნა. უმრავლესობის მოქმედებაში ქამრების შემოჭერას ვერ ვხედავ“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)