|
2015-03-06 12:13:38, 757 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 70–იანი წლების რეგულაციებით ხელმძღვანელობდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შეფასებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 70–იანი წლების რეგულაციებით ხელმძღვანელობდა. სასჯელაღსრულების სიტემაში მიმდინარე რეფორმებით კი, მინისტრის თქმით, უწყება ევროპულ სტანდარტებზე გადადის. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მინდა გითხრათ, რომ ჩემ უშუალო დაქვემდებარებაშია, და უშუალოდ მე ვარ მისი კურატორი, 100%–იან ინფორმაციას ვფლობ და თანამშრომლობის რეჟიმში ვართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ჩემი დანიშვნის შემდეგ დაახლოებით ხელმძღვანელობის 95% , როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის , ისე დაწესებულებებში შევცვალე. მიზეზი კი იყო ის, რომ დღემდე, 60–70–იან წლებში დაწერილი, გაურკვეველი რეგულაციებით ხელმძღვანელობდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, იყო მოძველებული სისტემა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა. დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ სისტემას ნამდვილად სჭირდებოდა შველა და ჩვენ, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე გადავდივართ ამ რეფორმის შემდეგ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში. ცნობისთვის, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პენიტენციურ დეპარტამენტად გადაკეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)