|
2016-07-27 15:40:11, 781 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ხელისუფლების განცხადებები NDI-ის კვლევებზე სასაცილო აკვიატებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველი გუნდის განცხადებები და არგუმენტები NDI-ის კვლევებზე კომიკურ სპექტაკლს გავს. როგორც გოცირიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, 2012 წელს NDI-ის კვლევა არჩევნებთან არაფერ შუაში არ იყო, რადგან მაშინ არჩევნების ბედი რუსეთის ხელშეყობით დადგმულმა ციხის კადრებმა გადაწყვიტა. „როდესაც ამბობენ, რომ კვლევას არ ენდობია, ეს უკვე სასაცილო აკვიატებაა. NDI-ის გარდა, გამოკითხვას მრავალი სვა ორგანიზაციაც ახორციელებს. NDI-ის გარდა, კვლევა სამმა ორგანიზაციამ ჩაატარა. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ყოველივეს არ ენდობა, მაშინ რა არის „ნაციონალური მოძრაობის ასეთი მიზიდულობა, რომ თურმე, ყველა დასავლური ორგანიზაცია კვლევას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აკეთებს. თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია კვლევები მათ სასარგებლოდ წარმართონ და „ოცნებას“ რატომ არ შეუძლია - ხელისუფლება მათ ხელშია, სახელმწიფო ბიუჯეტი მათ ხელშია. ნოდარ ჯავახიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ნაციონალებმა სავალუტო ფონი მოისყიდესო. წარმოგიდგენიათ, მსოფლიო გიგანტური ორგანიზაცია ჩვენ მოვისყიდეთ და ამიტომ წერს ხელისუფლების მიამრ ცუდ დასკვნებს? ეს უკვე კომიკური ვითარებაა. სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება. არჩევნები მხოლოდ კვლევაზე არ არის დამოკიდებული. 2012 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი როლი ითამაშა რუსეთის ხელშეწყობით დადგმულმა ციხის კადრებისა და ცოცხების სპექტაკლმა. ამ კადრების დამდგმელი ყველა ადამიანი რუსეთის ვიზიტორი გახდა. ამან ბოლო დღეებში არჩევნების ბედი გადაწყვიტა“ , - აცხადებს გოცირიძე. ცნობისთვის, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მხარს ევროკავშირში, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)