|
2016-07-27 14:05:07, 620 ნახვა
პოლიტიკა
ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2016"-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ის პოზიტიური შეფასება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებობს საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა შეაჯამა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების 4 წლიანი საქმიანობა და ძირითადი მიღწევები. მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბევრი მიმართულებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მან საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით თანადგომა აღუთქვა ქართველ დიპლომატებს მათი საქმიანობისა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ უპერცედენტო შედეგებზე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული არქივის ახალი პროექტი, რომელიც ქართული დიპლომატიის ისტორიის წარმოჩენას ემსახურება. "გვქონდა შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში უკვე მეოთხედ მიგვეწოდებინა ელჩებისთვის ინფორმაცია იმ შთამბეჭდავ პროგრესზე, მათ შორის რეფორმების, ადამიანის უფლებების და ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე, რასაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მივაღწიეთ. საუბარი შეეხო სამომავლო გამოწვევებს, იმ საკითხებს თუ რაზე გვინდა ვიმუშაოთ და მივაღწიოთ წარმატებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ისაუბრა სასჯელარსრულების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. კახი კახიშვილის განცხადებით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დღეს საქართველოს სასჯელარსრულების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ხაზი გაესვა გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ამბასადორიალში მონაწილეობისათვის. სამუშაო პანელს მოდერაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უწევდა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)