20:07 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 12:58:25, 655 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: როდესაც პირებს აქვთ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, საჯარო თხოვნები არ უნდა სჭირდებოდეთ

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და სწორედ ამ გამოძების ფარგლებში, ის ყველა მტკიცებულებას მოიპოვებს თუკი რაიმე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-სპიკერის თქმით, ყველა იმ პირმა, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია გააჩნდეს, საგამოძიებო ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს და ყველა სამხილი მიაწოდოს.

„ყველა პირმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებას, მათ შორის თავად მოსამაართლეებმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. როდესაც პირებს აქვთ დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია, მათ არ უნდა ჭირდებოდეთ საჯარო თხოვნები და მიმართვები, არამედ  პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლონ“, - განაცხადა კობახიძემ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შეფასებისას.

„უცნაური, რატომ არ მოხდა ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალურად, სამართლებრივი პროცედურის დაცვით, შესაბამისი რეაგირება და რატომ გაკეთდა ეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მხრიდან განცხადებები გაჟღერდა. ეს იყო შეუსაბამო განცხადება იმ თანამდებობისა და პასუხიმგებლობის მქონე პირებისგან, რასაც ისინი წარმოადგენენ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, ნებისმიერი განცხადება მინისტრის თუ დეპუტატის მხრიდან , შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ზეწოლა გამოძიებაზე, რაც არამგონი სწორი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა. კითხვაზე, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება არ შეაწუხა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics