|
2016-07-25 18:10:53, 1161 ნახვა
ეკონომიკა
იორდანიული ავიაკომპანია „Royal Falcon Airlines“ ამანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს
ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია 2016 წლის აგვისტოდან განიხილავს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, "Royal Falcon Airlines"-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს გაიმართა. როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში "Royal Falcon Airlines"-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. თავის მხრივ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმუნტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში "Royal Falcon Airlines" არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას. იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია "Royal Falcon Airlines" რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ახორციელებს.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)