|
2016-07-25 14:36:50, 603 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს „საშიშ ტენდენციებზე“ ადეკვატური პასუხის გასაცემად შეხვედრას სთავაზობს
ქვეყანაში შექმნილ საშიშ ტენდენციებზე ადეკვატური და აზრიანი პასუხის გასაცემად, მზადყოფნას გამოვთქვამ, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საშიშ ტენდენციებში გულისხმობს ვითარებას, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული“. „მე კარგახანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. კორცხელის შემთხვევა მე იმაზეც ვისაუბრე, რომ მისცემს გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ ძალიან ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ აგრეთვე ჩნდება ტენდენციები რაღაცა დაბალ დონეზე კავშირების ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი, მშვიდი, დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ დავიცვათ არჩევნები, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)