|
2016-07-24 17:10:12, 1428 ნახვა
სხვადასხვა
საგარეო უწყება ავღანეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულს აქტს გმობა და განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა. საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)