|
2015-03-05 17:42:45, 741 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრეჰემ უოტსონს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს, სერ გრეჰემ უოტსონს უმასპინძლა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესსა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებაზე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერებასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. სერ უოტსონმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)