|
2015-03-05 17:36:02, 745 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: ზურაბ უძილაური თავისი ნებით არ წასულა
„მოდი ასე ვთქვათ, ზურაბ უძილაური თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფილიყო. „როგორ ფიქრობთ, ჩემი გადაწყვეტილებით წავიდა თუ თავისი ნებით?! აქამდე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. მოდით ასე ვთქვათ, ის ადამიანი თავისი ნებით არ წასულა. ეს ადამიანი კანონის სრული დაცვით მუშაობდა. მინისტრს აქვს უფლება ასეთი ადამიანი დანიშნოს, თუმცა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ ადამიანმა თანამდებობაზე იმუშაოს“,-აღნიშნა გომელაურმა. ცნობისთვის, ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)