17:56 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 18:55:57, 822 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ

ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ხონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა.

„საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუქაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს. საქართველო ისევ უნდა გახდეს დიდი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვართ. ამისთვის „ქართული ოცნების" ხელისუფლება მზად არის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" არის ძლიერი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ახალი, ასევე ძველი წევრებისგან. „ ჩვენ გთავაზობთ, რომ აღარ დავყოთ საზოგადოება. გთავაზობთ, გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად უკეთესი ქვეყნის, უკეთესი სამშობლოს, უკეთესი საქართველოს მშენებლობისთვის",-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. ხონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. „უამრავი მშობლიური სახე ვნახე დღეს და ასეთი თბილი მიღებისთვის მადლობას გიხდით. პირადად მე ხონთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. 2011-2012 წლები ერთად გამოვიარეთ. ხონის რაიონში მარჯანიშვილების ოჯახიდან დაიწყო „ქართული ოცნება". ჩუმად ვიკრიბებოდით სახლში. მაშინ იქმნებოდა აქტივი, მუხტი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მინდა, რომ ეს დღე იყოს საწინდარი იმ კეთილდღეობის, რომელიც საქართველოსა და ხონის რაიონს წინ ელოდება",-აღნიშნა გიორგი ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან ერთად ასევე  ესწრებოდნენ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, დავით ლორთქიფანიძე და ოთარ ჩრდილელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics