|
2016-07-22 17:37:55, 1196 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები. განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ადგილობრივი წარმოების პრობლემატიკა, საბაჟო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები. ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის საქმიანობის მიმართ დადებითია. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური დიალოგი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეეწყოს მათ განვითარებას და ერთობლივად მოხდეს იმ პრობლემური საკითხების მოგვარება, რომლებიც კერძო სექტორისთვის მნიშნელოვანია. „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართა - გულახდილი საუბარი იყო ორივე მხრიდან იმ პრობლემებზე, რომლებიც ბიზნესს აქვს. ვისაუბრეთ პრობლემების წარმოშობაზეც და მათი გადაწყვეტის გზებზეც. ჩვენ დავპირდით ბიზნესმენებს, რომ ჩავუღრმავდებოდით მათ კითხვებს. გარკვეულ საკითხებზე დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება. არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ჩარევას საჭიროებს. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესგარემოს ფორმირებას და ჩვენ ამ კომუნიკაციას ბიზნესთან მომავალშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)