|
2016-07-22 09:23:09, 776 ნახვა
პოლიტიკა
პუშკოვი: რუსეთი ამ ეტაპზე არ მიიჩნევს აუცილებლობად საქართველოს ზომებით უპასუხოს
„რუსეთის ამ ეტაპზე არ მიიჩნევს აუცილებლობად საქართველოსა და სხვა ქვეყნებს ზომებით უპასუხოს,რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ ყირიმთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ამ ნაბიჯს არამეგობრულად აღიქვამს და პროპაგანდისტულ, პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს. „რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე უპასუხოს ზომებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, აჩვენოს თავისი ერთობა დასავლეთთან, რომელიც ამ სანქციების ინიციატორია“,-განაცხადა პუშკოვმა.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)