21:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 18:35:02, 1195 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ეროვნული ვალუტისთვის

დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობდა, რომ მოსახლეობა დოლარის გარეშე ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილია გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები. 

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ. ამისათვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამისთვის კეთდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნული ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მიმართულია იქით, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური გზით ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ გამყარდება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიან დაგროვებას უწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics