|
2015-03-05 14:51:09, 1004 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა სამშენებლო კომპანიებისთვის დღგ-სგან გათავისუფლების პირობები დაასახელა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აგვისტოს ომამდე დაწყებული სამშენებლო ობიექტებისთვის შეღავათების გაკეთებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.ხადურის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცეს, საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე, არამედ მის ნაწილზე. საქმე ეხება დამატებული ღირებულების გადასახადს. კერძოდ, ხადურის ინფორმაციით, დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შეთანხმება, ანუ რეალურად პატიება ამ გადასახადის, განხორიელდეს პირობით, რომ თუ მშენებლობას დაიწყებენ, 2018 წლამდე დაასრულებენ. "მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. თქვენ გაავრეცელთ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ ჩვენ ვაპირებდით შეღავათი გაგვეკეთებინა იმ სამშენებლო ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობა ომამდე იყო დაწყებული. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის როგორც კოლეგებთან ეკონომიკის სამინისტროდან, თბილისის მერიასთან, ასევე მენაშენეთა ასოციაციასთან. უკვე კანონპროექტი წარმოვადგინეთ, რომელიც უნდა გადავგზავნოთ საქართველოს პარლამენტში.კარგი იქნება, თუ ვთხოვთ პარლამენტს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს ეს საკითხი. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცეს, საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე, არამედ მის ნაწილზე. საუბარია ერთ კონკრეტულ გადასახადზე. ეს არის დამატებული ღირებულების გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შეთანხმება ანუ რეალურად პატიება, ამ გადასახადის განხორციელდეს პირობით, რომ თუ ისინი დაიწყებენ მშენებლობას და 3 წლის განმავლობაში 2018 წლამდე დაასრულებენ მშენებლობას, ამ პირობით ჩვენ ვთავაზობთ დღგ-საგან გათავისუფლებას",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)