|
2015-03-05 14:39:25, 704 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი, იმ რაიონების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც პროექტების განსახორციელებლად თანხების ათვისებას აფერხებენ
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, იმ რაიონების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა დაავალა, სადაც რეგიონეში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების ათვისება არ ხდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ რაიონების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებიც აღნიშნული ბიუჯეტის ათვისებას ხელს უშლიან. „რაიონებზე სადაც ამ თანხების პროექტებში დახარჯვა ვერ ხერხდება, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია. მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, მე დავაყენებ იმ გამგებლების და საკრებულოს თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხებს, რომლებიც ამას ხელს უშლიან და რაღაც ბიუროკრატიული ბარიერიების გამო აფერხებენ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ნოდარ ხადურს რაიონების გამგებლებთან, გუბერნატორებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან შესახვერად 1 კვირიანი ვადა მისცა. ცნობისთვის, როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რაიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის რეალურად ხარჯვა დწყებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 82 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)