|
2015-03-05 14:18:11, 728 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხის ათვისება დაწყებული არ არის
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად თანხის ათვისება დაწყებული არ არის“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ კვირას ის რეგიონის საკრებულოების წარმომადგენლებთან და გამგებლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს. „მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში განსახირციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს, რეალურად ხარჯვა დაწყებული არ არის. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერ-ჯერობით არ ხდება. როგრც ჩანს იქ ცოტა ბიუროკრატიული მექანიზმია. ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავთ საკრებულოებთან და გამგებლებთან შეხვედრას და გვინდა ეს საკითხები დეტალურად გავიაროთ. ამასთან შესაძლებელია გუბერნატორების უფრო მეტი აქტიურობა“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, მთავრობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დღეს თანხებს კიდევ გამოყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)