|
2016-07-19 15:57:00, 760 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: „ოცნებას“ კადრების დეფიციტი აქვს - არ გამიკვირდება, მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი ჩასვან სიაში
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს კადრების სელექციის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს და მათ სათადარიგო რესურსი არ გააჩნიათ. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ოცნების“ თითქმის არც ერთი კანდიდატი არ იყრის იქ კენჭს, სადაც 2012 წელს გახდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ მოსახლეობასთან არ მიესვლებათ“. „კანონმდებლებს რომ ვახსენებთ, ერთ შედარებას მოვიყვან. მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს წყვეტენ, კენჭს, ძირითადად, ერთ ქალაქში იყრიან. მაგალითად, ბოსტონი იყო კენედების ადგილი. დღეს საქართველოში „ქართული ოცნების“ თითქმის არც ერთი წევრი კენჭს არ იყრის იქ, სდაც 4 წლის წინ მაჟორიტარები გახდნენ. ეს მიუთითითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს იმ ამომრჩევლებთან არ მიესვლებათ. რეალურად, ჩვენს პარლამენტარებზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ამიტომ ახლა იქ ხელისუფლების სიით გამსვლელი ნარჩემაშვილი იქნება თუ პეტრიაშვილი, ამით არაფერი შეიცვლება და ეს კანდიდატები არიან კოლექტიური ნოტარიუსები. „ქართული ოცნება“ კატასტროფულ საკადრო შიმშილს განიცდის. თავიდანვე ჩანდა, რომ მათ სათადარიგო სკამი სათადარიგო სკამი არ აქვთ. ივანიშვილი აბსოლუტურად ყველასი უკმაყოფილია. თუმცა, მისი გუნდის ნახევარი კვლავ რჩება მმართველ გუნდში. მეორე ნაწილი კი, რომელთაც ყველა ზღვარს გადააბიჯებს, მაგალითად ზოგს რიონში გემები შემოყავდათ და ა.შ., მათი შემცვლელი ადეკვატური კადრები არ მოიძებნება“, - აცხადებს ცინცაძე. ექსპერტი მმართველი გუნდის მიერ კობა ნარჩემაშვილის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შევარდნაძისდროინდელი ყველა კადრი მოძველებულია, მათ შორის კობა ნარჩემაშვილი. „ ნარჩემაშვილს რაც შეეხება - ის ძალიან ცოტა ხანი იყო პოლიტიკაში და მან ვერ მოასწრო იმიჯის შექმნა. თუმცა, შევარდნაძის დროინდელი ყველა კადრი მოძველებულია - დრო სიახლეს თხოულობს. მე პირადად, ნარჩემაშვილის საწინააღმდეგო არ მაქვს არაფერი, ის ოდიოზურ სკანდალებში არ ყოფილა გახვეული. გუშინ პრემიერმა ცოტა გააზვიადა, როდესაც თქვა რომ ნარჩემაშვილმა ქვეყანა სისხლისღვრას გადაარჩინაო. მე კარგად მახსოვს ის დღეს, როდესაც შევარდნაძე გააძევეს პარლამენტიდან, საღამოს შევარდნაძესთან ერთად ინტერვიუში თქვა, რომ ხვალ ყველა კანონის მიედვით აგებს პასუხსო. ასე რომ, სანამ რუსეთი და ამერიკა ჩაერეოდნენ, არც ნარჩემაშვილი იყო მშვიდობიანად განწყობილი მოვლენების მიმართ. „ოცნებას“ ასეთი მიდგომა აქვს ზოგადად, მათ კადრები არ ყავთ. მე არ გამიკვირდება თუ მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი გმირი ჩასვან სიაში - თუ ასეთი ადამიანი კვლავ მოიძებნება. თუმცა, „ოცნებაში“ მთავარია „ხაზეინი“ და მისი ბრძანებები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პარლამენტის წევრი. იმავე საკააშვილმა ორი პატარა გოგო - ბოკუჩავა და საჯაია შეიყვანა პარლამენტში და რით დაამახსოვრეს მათ თვი ამომრჩევლებს? პარლამენტი არ უნდა იყოს კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ადგილი“, - განაცხადა ცინცაძემ.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)