|
2015-03-05 12:35:10, 693 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრემ უოტსონს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პარტიათა შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის. გრემ უოტსონმა საუბრისას აღნიშნა, რომ იზიარებს პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხედულებას არსებული რეალობის შესახებ და პარტიათა შორის თანამშრომლობა უფრო უნდა გაძლიერდეს. ამასთან, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)