|
2015-03-05 12:08:47, 712 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლურ სტანდარტებს ვამკვიდრებთ
„საქართველოში ვამკვიდრებთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლურ სტანდარტებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებამდე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პროგრამული ლიცენზიის სათანადო ლიცენზირება დიდ სარგებელს მოუტანს. „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა რეალურად მეტ შანს მისცემს ადგილობრივ ბიზნესს, რომ გავიდეს მსოფლიო ბაზარზე რადგან, დღეს ბევრი ქვეყნისთვის ავტორიზაციის გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული. ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, რომ გაიზრდება ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპი ქვეყანაში. ამასთან ერთად გაიზრდება უცხოური ინვესტიციები და შეიქმნება მაღალი სამუშაო ადგილები. შესაბამისად ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, რომელბიც არიან ამ სფეროში ჩართულები. მათ გაუჩნდევბათ სურვილი, რომ დაეუფლონ საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდნენ სამი დარგის სპეციალისტი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწესდება რეგულაციები, რადგან არ მოხდეს ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე პროგრამების კოპირება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)