|
2016-07-16 16:05:14, 929 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარტყმა ნებისმიერ წამს შეიძლება მივიღოთ
ექსპერტის სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას განცხადებით, თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველო ძალიან ცუდი გეოსტრატეგიული ამოცანის წინაშე დადგა. როგორც მაისაიამ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე საქართველო გეოპოლიტიკური მოვლენების მძევალია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავის დროზე საგარეო პოლიტიკას ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც ქვეყანა დასუსტდა. „თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ძალიან ცუდი გეოსტრატეგიული ამოცანის წინაშე დგას. შეიძლება, ამან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინოს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი პოზიცია ექნება ამ ბრძოლაში თურქეთს. პლიუს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ერთგვარი მესიჯი გააჟღერა, რომ სამხრეთ კავკასიში, შესაძლოა, სირიის მსგავსი მოვლენები განვითარდეს. საქართველოს ხელისუფლება ერთგვარ ცაიტნოტშია. ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება. თავის დროზე საგარეო პოლიტიკას არ ვაქცევდით ყურადღებას, იყო არაპროფეიონალიზმის კასკადი და ამ ყველაფერმა დაგვასუსტა. ეს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს. ამ პროცესებმა ჩვენთვის საზღვრები მოხსნა. ფართომასშტაბიანი ომი უკვე დაიწყო „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ამიტომ ISIS-ისგან ნებისმიერ წამს შეიძლება მივიღოთ დარტყმა“, - აცხადებს მაისაია. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებული.
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)