|
2015-03-05 09:18:23, 714 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: სენატორ ჯონსონისგან მივიღეთ გზავნილი, რომ ყველაფერს გააკეთბეს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს
„მივიღეთ მკაფიო გზავნილი სენატორ ჯონსონისგან იმის თაობაზე, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ საქართველოს გვერდით იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატების სენატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველო უკრაინის შესახებ ისაუბრეს. „საქართველოს საქმეებზე ვსაუბრობთ ყველასთან და სენატორ ჯონსონთანაც საქართველოზე ვსაუბრობდით, ასევე უკრაინაზე. ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე , რომ იგი პირადად გააკეთებს ყველაფერს, რათა შეერთებული შტატები იყოს საქართველოს გვერდით, ყველა თვალსაზრისით,როდესაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების გვერდში ყოფნა. ასევე ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა იმის თაობაზე თუ რა ტაქტიკა და რა სტრატეგია იქნება სწორი იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოში მოვლენები განვითარდეს უკეთესი მიმართულებით“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)