|
2015-03-04 21:36:48, 763 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი გედენიძეს თავს ულტრა-ნაციონალისტები დაესხნენ
სააგენტო "ინტრეპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს აქციაზე მყოფი რადიკალი ნაციონალისტების ჯგუფი დაესხა თავს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" რიგებში ირიცხება. ინფორმატორის ცნობით, რამდენიმე მათგანი ისეთი მოძრაობების წევრები არიან, რომლებიც მკვეთრ ნაციონალიზმს ქადაგებენ და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ეს ადამიანები ღია პოლიტიკურ საქმიანობას "რეფორმატორებში" და "თავისუფალი საქართველოს" რიგებში აგრძელებენ. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)